Klik hier voor meer gratis plaatjes

С первого по двенадцатый класс






დათო გრიგორიანი
დედა (2006 წელი):
დედაჩემი ძალიან კარგად მექცვა.  დედა მეფერება და რომ ვეტყვი, იმას მისრულებს. მეც ვუსრულებ, ოჯახში ყველას ვუჯერებ. რომ მეტყვის ვსწავლობ და სულ მარიგებენ, რომ კარგი ბავშვი ვიყო.






















გიოგი მოციქულაშვილი
ჩემი ნატვრა (2005 წელი):
მე მინდა მაგარი კაბრიოლეტი მყავდეს და მაგარი ჯიპი. მინდა მაგარი სახლი.
დედა (2006 წელი):
მე დედაჩემი ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ ის არის ძალიან კარგი ადამიანი. ის მეფერება და კარგი სწავლისთვის და კარგი მოქცევითვის საჩუქრით მასიამოვნებს ხოლმე.
რა მწყინს და რა მიხარია (200წელი):
მე მწყინს, როცა ვინმე მღალატობს და შურს ჩემი, იმიტომ რომ მაშინ ჩემთან აღარ თამაშობს და ყურადღებას საერთოდ არ მაქცევს.
მე მიხარია, როცა ვინმეს ვუყვარვარ და მაშინ თავს კარგად ვგრძნობ.
















ჯონი ქერდიყოშვილი:
დედა (2006 წელი):
დედიკოს ძალიან ვუყვარვარ და მეც ძალიან მიყვარს. დედიკო კეთილია ოჯახში,  მეზობლებთან და ნათესავებთან. სკოლიდან რომ დავბრუნდები, ღიმილით მეგებება და მე ძალიან მიხარია.
მე რომ სკოლის დირექტორი ვიყო (2010 წელი):
მე რომ დირექტორი ვიყო, გავზრდიდი დასვენებებს, შევამცირებდი გაკვეთილების ხანგრძლივობას, ნანა ციცაგს დავაწინაურებდი და სასწავლო ნაწილად დავაყენებდი. მოვხსნიდი მანდატურებს,ზამთარში დავითხოვდი თებერვლამდე, გავზრდიდი ფიზკულტურის გაკვეთილებს, მოვხსინი გამოცდებს, ჩემს კაბინეტს უფრო კომფორტულს გავხდიდი, გაუზრდიდი ხელფასს მასწავლებლებს, ჩემი ნება რომ იყოს. 

ჯუმბერ ყველაშვილი:
ჩემი ნატვრა (2005 წელი):
მინდა მანქანა, მინდა სახლი, მინდა ფული.
დედა (2006 წელი):
დედას ძალიან ვუყვარვარ და მეც ძალიან მიყვარს. დედას მხოლოდ კარგი უნდა. დედას დამზადებული საკვებს ძალიან მომწონს და მიხარია, როდესაც რამე სიურპრიზს მიკეთებს.
რა მწყინს და რა მიხარია (200წელი):
მე მწყინს, როდესაც ჩემი მეგობრები სათამაშოდ სტადიონზე მიდიან ან ტყეში ტვავილების დასაკრეფად და მე მშობლები არ მიშვებენ ან ჩემი დის გამო მე მსჯიან.
მე ის მიხარია, როდესაც მშობლები მეფერებიან ან სათამაშოებს მყიდულობენ და მიჯერებენ.
მე რომ მშობელი ვიყო: (2009 წელი)
მე რომ მშობელი ვიყო, ჩემს შვილს გაკვეთილების სწავლის დროს დავუწესებდი, ამ დროს კი კომპიუტერზე ვიჯდებოდი.
მე რომ სკოლის დირექტორი ვიყო (2010 წელი):
მე რომ დირექტორი ვიყო,  დასვენებებს გავახანგრძლივებდი გაკვეთილების ხარჯზე. გაკვეთილებს შევამოკლებდი 35 წუთმდე  და დიდ დასვენებას გავზრდიდი 20 წუთმდე.
ჩემი უფლება:
მე ჯუმბერ ყველაშვილი დავითის ძე ვარ და მე არ მაქვს უფლებაი, რომა სკოლაში ვატარო ჩემი ბაბაჩკაი და ვაღლაჭუნო ჟუვაჩკაი, ხოდა მე რისი უფლებაც არ მაქვს, ამ ბუმაგაზე დავსწერე, ხოდა დავამთავრე ჩემი სიტყვაი.



















          ლევან ყვავილოვი:
ჩემი ნატვრა (2005 წელი)
მე მინდა, რომ ხუთოსანი ვიყო და კარგად ვიყო. ჩორნი ბუერი მყავდეეს და ყველა გაჭირვებულს დავეხმარო,  რითაც შემიძლია.
დედა (2006 წელი)
დედაჩემი არის ძალიან კეთილი და გულთბილი, ხანდახან მცემს ხოლმე, მაგრამ შევეცოდები და მეფერება. დედაჩემს უხარია, რომ კარგ ნიშანს მივიღებ, კიდევ უხარია, რომ კრებაზე მასწავლებელი ჩემზე კარგს ეტყვის ხოლმე. (2006 წელი)
რა მწყინს და რა მიხარია (2007 წელი)
მე მწყინს, რომ ზოგიერთ ადამიანს სხვადასხვა ქვეყნებში აქვთ სახლები, ზოგს კი ერთი სახლიც არ აქვს.
მე მიხარია, რომ მოხუცი მაღაზიაში გამგზავნის, მადლიერი დამრჩება და დამლოცავს. კიდევ გამეხარდება მშობლების ჯანმრთელობა და სამშობლოს ერთიანობა.  (2007 წელი)
მე რომ მშობელი ვიყო (2009 წელი)

მე რომ მშობელი ვიყო, იქიდან გამომდინარე, რომ არ მაქვს გაცნობიერებული თუ რა ძნელია ოჯახის რჩენა. არის შემთხვევები, როდესაც თხოვდებიან და ქორწინდებიან ადამიანები, მაგრამ არა გულწრფელი გრძნობით, არამედ ბავშვური გატაცებით, რაც მცირე დროში ოჯახის ნგრევით სრულდება. მე შევეცდები ამ ბავშვურ გატაცებას არ ავყვე და ისეთ ასაკში შევქმნა ოჯახი, როცა თვითონ მოვახერხებ ელემენტარული პირობები შევუქმნა ჩემ ოჯახს ბედნიერებისთვის. რაც შეეხება შვილს,  კონკრეტულად ბიჭს, უნდა იყოს მოყვარული ქვეყნისა და ოჯახისა. იქნება ადამიანი, რომელიც უპირველეს ყოვლისა იბრძოლებს საახელის მოსაპოვებლად, შემდეგ კი ყველა დანარჩენზე. (ცვეტკოვი)

მარიამ კაპანაძე
დედა (2006 წელი):
ჩემი დედა ძალიან მიყვარს და ლამაზია. ის კარგი დედაა. არავის არ ეჩხუბება. დედას უხარია, ხუთიანებს რომ მივუტან ხოლმე. დედაჩემს სადილს მე ვუმზადებ ხოლმე. დედაჩემს რომ ვაბრაზებ, მცემს ხოლმე, მერე მეფერება და აღარ გამაბრაზო და აღარ გაგაბრაზებო.
რა მწყინს და რა მიხარია (200წელი):
მე მწყინს, როცა ჩემზე ჭორაობენ ან როცა ვინმე ჩემთან თამაშობს და ვერ ვრიგდებით.
მე მიხარია, როცა წ/ჩათვლას მივიღებ და დედაჩემს, მამას და პაპას გავახარებ. მიხარია მარისთან ერთად თამაში.

მარიამ მეტრეველი
დედა (2006 წელი):
დედაჩემი ძალიან თბილი და ალერსიანია. უხარია, როცა ხუთიანს მივიღებ და ლამაზად დავწერ. არ უყვარს, როცა დილით ადრე არ ვდგები.
რა მწყინს და რა მიხარია (200წელი):
მე მწინს, როცა მეგობარი მღალატობს.
მე მიხარია, როცა ჩემი მშობლები კარგად არიან და სიცოცხლის პლაკატებს ვყიდულობ.

მარიამ გიგაშვილი
დედა (2006 წელი):
დედაჩემს აქვს ცისფერი თვალები. იგი მე ძალიან მიყვარს და მომწონს საღამოს ერთად ვთამაშობთ და როცა ვისწავლი, სემიჩკას ვჭამთ. დედა არ მუშაობს, არც მამა, მაგრამ არაფერს მაკლებენ.
რა მწყინს და რა მიხარია (200წელი):
მე მწყინს, რომ მატყუებენ, საიდუმლოს სხვას ეუბნებიან და არ მისმენენ.
მე მიხარია, როცა დაბადების დღე მაქვს და ბევრი სტუმარი მომდის. ამით ძალიან ბედნიერი ვარ.


















მზიკო დიაკვნიშვილი:
ჩემი ნატვრა (2005 წელი):
მე  მინდა, რომ მშობლები კარგად მყავდეს. ყველა გაჭირვებულ ადამიანს დავეხმარო, მინდა რომ ხუთოსანი ვიყო, მასწავლებლებს გავუგონო, მშობლებსაც.
დედა (2006 წელი):
ჩემი დედიკო ძალიან მიყვარს. დედიკოს ძალიან კარგი ხასიათი აქვს. მიყვება ძალიან სასაცილო ამბებს  თავის მეგობრებზე  და თავის კურიოზებს.  ჩემი დედიკოს სახელია „ლუიზა“ და მე ის ძალიან მიყვარს.
რა მწყინს და რა მიხარია (200წელი):
მე მეწყინა ის, რომ მეგობარმა დაბადების დღეზე მაწყენინა. ტორტს ვჭრიდი და უაზროდ ამიტყდა, მე უნდა დავჭრაო და დაუთმე.
მე მიხარია დაბადების დღე, ახალი წელი და მეგობრისგან თბილი სიტყვები.
მე რომ მშობელი ვიყო (2009 წელი):
მე რომ მშობელი ვიყო, ჩემს შვილს სწავლის მიხედვით 12 კლასამე გაკვეთილებს ჩავაბარებინებდი. მივცემდი ყველგან წასვლის უფლებას. საეჭვო სიტუაციაში მას უკან გავყვებოდი და თუ ერთი ორჯერ საეჭვო რამეს შევამჩნევდი, აუცილებლად სათანადოდ დავსჯიდი. აუკრძალავდი ოდნოკლასნიკებს და ფეისბუქს.
მე რომ სკოლის დირექტორი ვიყო (2010 წელი):
მე რომ სკოლის დირექტორი ვიყო, სკოლის ვიზუალს შევცვლიდი, რა თქმა უნდა, თუ ამის სახსრები იქნებოდა. მაგრამ ჩვენს დირექტორს ეს არ შეუძლია იმის გამო, რომ სახსრები არაა. პირველ რიგში სკოლის ყველა მოსწავლეს გავუკეთებდი საშვს და აბსოლუტურად ყველა კლასსს ექნებოდა ფორმა (განსხვავებული კლასების მიხედვით), ავკრძალავდი ტელეფონებს. დავნიშნავდი ყველა კლასში გამოცდებს წლიურს და სემესტრულს. აღვადგენდი თვითმმართველობის დღეს. კლასებში დავაყენებდი კამერებს. მასწავლებლების უფლებებს გავზრდიდი და ის ბავშვი, რომელიც გაკვეთილს არევდა, 2 დღით ბიბლიოთეკაში ჩავკეტავდი.


















ნათია ლაცაბიძე
ჩემი ნატვრა (2005 წელი):
მე მინდა, რომ გამოვიდე მასწავლებელი და დავეხმარო მოხუცებს და მათხოვრებს და კიდევ დედას ყველაფერი დავუჯერო.
დედა (2006 წელი):
მე დედაჩემი ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ ყოველთვის მეფერება, ხანდახან მეჩხუბება. დედაჩემი არის ლამაზი ქალი და ნერვიულიც. ხანდახან მეფერება, როცა ვაბრაზებ მეჩხუბება.
რა მწყინს და რა მიხარია (200წელი):
მე მწყინს, როცა ტყუილებს იძახიან და ჩხუბობენ.
მე მიხარია კარგი ამბის გაგება, მიხარია დაბადების დღე. მიხარია, როცა რასაც ვიტყვი, იმას მიგონებენ.




ნინო გოგიჩაშვილი
ჩემი ნატვრა (2005 წელი):
მე  მე მინდა, რომ ადამიანებს დავეხმარო, დედიკოს დავუჯერო. დედიკო რომ მეტყვის გაკვეთილ;ები ვისწავლო და მასწავლებელი გამოვიდე.
დედა (2006 წელი):
დედას აქვს თაფლისფერი თვალები. დედაჩემს ძალიან კარგი თვისებები აქვს, ძალიან მოსწაონს, როცა კარგ ნიშანს ვიღებ და მეფერება.
რა მწყინს და რა მიხარია (200წელი):
მე მწყინს ჩხუბი, ტყუილები და ამბისტანიობა.
მე მიხარია ჩემზე კარგს რომ ამბობენ და განცდის დროს მეგობრების ჩემთან ერთად რომ არიან.



სალომე მუზაშვილი:
დედა (2006 წელი):
დედაჩემი ძალიან კარგი და თბილია. მე იგი ძალიან მიყვარს, მასაც ძალიან ვუყვარვარ. დედას ძალიან უყვარს მოფერება და ხუმრობა. დედას ძლიან უნდა, მე რომ კარგად ვიყო. დედა ყველაფერს მიჯერებს და მეც ყველაფერს ვუჯერებ.
მე რომ მშობელი ვიყო (2009 წელი):
მე რომ მშობელი ვიყო, ჩემს შვილს მკაცრად გავზრდიდი, მაგრამ ზომიერების ფარგლებში. მასთან ვიქნებოდი ძალიან მეგობრული და არაფერი არ მექნებიდა მისგან დამალული. მე ჩემს შვილს არ დავუტოვდი არც ერთ წუთს თავისუფალს, ვატარებდი იმ ადგილებში, სადაც მას ყველაზე მეტად სურს. კიდევ ბევრი რამის დაწერა მინდოდა, მაგრამ ვინ დამაცადა.
მე რომ სკოლის დირექტორი ვიყო (2010 წელი):
მე რომ სკოლის დირექტორი ვიყო, ყველა ბავშვთან ვიქნებოდი ძალიან მეგობრული, მაგრამ ზომიერად. ბავშვებს ნებას დავრთავდი, რომ დასვენებაზე ტელეფონები გამოიყენონ, მაგრამ ძალიან დიდი სიმკაცრით ავკრძალავდი გაკვეთილზე. ასევე აუცილებლად შემოვიღებდი თვითმმართველობის დღეს თვეში ერთხელ, რადგან როდესაც ბავშვი შეითვისებს მასწავლებლის პოზიციას, ის მაშინ ძალიან კარგად მიხვდება რა მდგომარეობაშია მასწავლებელი, მაშინ როდესაც ბავშვები გამოუვალ სიტუაციაში აყენებენ.





















თაკო ხეჩუაშვილი
დედა (2006 წელი):
მე დედა ხან მიბრაზდება, მაგრამ დედას ძალიან ვუყვარვარ და მეც მიყვარს. დედას არ უყვარს, როცა მეცადინეობის დროს კარგად ვერ ვპასუხობ და ამოტომ მეჩხუბება ხოლმე, მერე მშვიდდება და მიღიმის.
რა მწყინს და რა მიხარია (200წელი):
მე მწყინს, როცა ჩემი მეგობარი ჩემს ზურგს უკან ჩემზე ცუდ რამეს ლაპარაკობს ან დამცინის.
მე მიხარია ჩემი დაბადების დღე, იქ ბევრი ბავშვები მოდიან და ბევრს ვთამაშობთ.


















თათია აბრამიძე
ჩემი ნატვრა (2005 წელი):
მე მინდა, რომ გამოვიდე ბავშვთა ექიმი და მინდა ხუთოსანი ვიყვე.
დედა (2006 წელი):
დედაჩემი ძალიან კარგად მექცევა. იმას ძალიან ვუყვარვარ და ყველას კარგად ექცევა. ხუთიანს თუ მივიღებ, საჩუქარს მჩუქნის და ყველა სურველს მისრულებს.
რა მწყინს და რა მიხარია(200წელი):
მე მწყინს, როცა მეგობარი სხვასთან ჩემზე ცუდ რამეს იძახის.
მე მიხარია ჩემს დაბადების დღეზე ჩემი მეგობრები კარგად რომ მექცევიან.















თეონა ჭონიშვილი
დედა (2006 წელი):
ჩემი დედა ძალიან ლამაზია და ის ძალიან მიყვარს. როცა დედას გავაბრაზებ, მიყვირის და არ მოსწონს, როცა მე და ჩემი და ვჩხუბობთ. დედაჩემი ტკბილი სიტყვებით მეფერება.
რა მწყინს და რა მიხარია(200წელი):
მე ძალიან მეწყინებოდა მეგობრის ღალატი.
მე გამიხარდებოდა მთელი საქართველო კარგად და ბედნიერად იყოს.



ვასიკო მამუკაშვილი:
ჩემი ნატვრა (2005 წელი):
მე მინდა მანქანა, მინდა სახლი და სხვა.
დედა (2006 წელი):
მე დედა ძალიან მიყვარს, როცა კარგად ვსწავლობ, ძალიან უხარია და უხასიათოდ არ არის. ხანდახან მეფერება და მეც ძალიან მიხარია. თუ არ გავაბრაზებ, არაფერში არ მიბრაზდება, თუ კი რამეში არ ვეხმარები, ძალიან მიბრაზდება და მე არ მსიამოვნებს.
მე რომ სკოლის დირექტორი ვიყო (2010 წელი):
მე რომ სკოლის დირექტორი ვიყო, სკოლაში მანდატურებს არ შემოვუშვებდი. სწავლას გავამკაცრებდი და თუ ბავშვები არ ისწავლიდნენ გავროზგავდი, იქამდე ვურტყამდი სანამ ჭკუას არ ისწავლიდნენ .(ვასკა ვასკა)




1     მიშიკო შატაკიშვილი
ჩემი ნატვრა (2005 წელი):
მე მინდა მყავდეს ჩიტი და ველო.

Комментариев нет:

Отправить комментарий

Форма для связи

Имя

Электронная почта *

Сообщение *

Общее·количество·просмотров·страницы

Klik hier voor meer gratis plaatjes Klik hier voor meer gratis plaatjes